Monday, May 23, 2011

-ბიზნეს რეალითი შოუ? -არა, რეკლამა!

ქრისტეს შობამდე V საუკუნეში მოღვაწე ბერძენმა, პერიკლემ თქვა „განათლებამ უნდა აღზარდოს ადამიანი, რომელიც ღირსეულად მიესადაგება ცვლად გარემო პირობებს.“

როგორც ამ ფრაზიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, მისი აზრით, განათლებული ადამიანი იყო თავისუფლად მოაზროვნე („მიესადაგება ცვლად გარემო პირობებს“) ღირსეული პიროვნება. ცხოვრების დინამუირობიდან გამომდინარე მას, განათლებულ ადამიანს, აქვს შესაძლებლობა ცვლადად, ანუ თავისივე აზროვნების რეალობისადმი მისადაგების ხარჯზე, მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილებები.

ბიზნეს რეალითი შოუ - „შეგირდი“ - ეს პროექტი უკვე რამდენიმე კვირაა რაც იმედის ღამის ეთერში გადის და მაყურებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს ახალგაზრდა მონდომებული ადამიანების დამცირების ყველაზე ველურ გზებს.

პროექტის ლოგო


შესარჩევი ეტაპების (კახა ბენდუქიძესთან) პირველივე დღიდან მოყოლებული პროექტში მოხვედრილმა 12 ადამიანმა ნამდვილი ომი გამოიარა. დამცირებებითა და „კუთხეში დაყენებებით“ სავსე რამდენიმე ეტაპი ზოგს - ნერვების, ზოგსაც ღირსების ფასად დაუჯდა. სიამაყე ამ პროექტის გამარჯვებულს არ დასჭირდება, ალბათ. თუ დასჭირდება სხვას უნდა ესესხოს.

რა აღარ მოიფიქრა გადაცემის წამყვანმა (როგორც პროექტის აღწერაშია მითითებული) და პროექტის ხელმძღვანელმა ბატონმა - კახა ბენდუქიძემ, რომ ნამდვილი მგლები აერჩია თავისი შოუსათვის. ხან თემები აწერინა, ხან ბაზარში გაგზავნა, ზოგს რძე დაუწუნა, ზოგს პატიოსნება.

როგორც თვითონვე განაცხადა, შესარჩევი ეტაპების გნმავლობაში მისი არცერთი საქციელი არ იყო დაგეგმილი, არცერთი შეკითხვა არ ყოფილა წინასწარ გაწერილი. ასევე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში („დღის შოუ“) სტუმრობისას აღნიშნა, რომ არც კრიტერიუმები ყოფილა წინასწარ განსაზღვრული. როგორც ვიცით, გამარჯვებული „დასაჩუქრდება“ გრანდიოზული მშენებლობის მენეჯერის პოზიციით. არც სამშენებლო გამოცდილება ან ცოდნა სჭირდება მონაწილეს, არც განსაკუთრებული რაიმე უნარჩვევა რაც მისი მომავალი სამუშაოს შესრულებისთვის მნიშვნელოვანია.

მაშინ რატომ ეს 12 ადამიანი? ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ბატონმა კახამ ახალგაზრდები მორჩილებისა და მოკრძალების მიხედვით აარჩია. ამასთანავე გაითვალისწინა (სავარაუდოდ, მაყურებელთა თვალის ასახვევად, თითქოს ამ ეტაპებმა განსაზღვრა მათი გამარჯვება) შერჩევის ეტაპებზე „წაუბორძიკებლად“ და შეუპასუხებლად გავლაც.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

ასევე „დღის შოუში“ ქალბატონ ნანიკო ხაზარაძეს არ მოერიდა და აღნიშნა, რომ ბატონ კახასთან შეხვედრამდე ეშინოდა მისი. მეტად სავარაუდო იყო, რომ ასევე იქნებოდა მონაწილეების შემთხვევაშიც.

მგონი, ეს ვარაუდი არ გამართლდა. კვირაში ერთხელ, დავალების შესრულებისა და შემოწმების შემდეგ დგება შეფასების დრო. შეფასებაც ისეთივე საოცარია, როგორიც იყო შესარჩევი ეტაპები (შედარებით მეტად მიესადაგება ადამიანურ ლოგიკას). მიუხედავად რამდენიმეკვირიანი ურთიერთობისა და ბატონი კახას უშუალობის დანახვისა, მონაწილეები „სამსჯავროზე“ მოხვედრისთანავე ნიკაპის კანკალით იწყებენ შესრულებული სამუშაოს ჩაბარებას. მგლები დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია. სწორედ აქ, „სამსჯავროზე“ (მე ვუწოდებ ასე), ერთმანეთის დაცვის თავი ნაკლებად აქვთ უძილარ და მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ნამუშევარ 20-25 წლის გოგო-ბიჭებს. მთავარია გადარჩნენ! როგორც მშიერი მგლების ხროვაში სულერთია ვინ ვის შეჭამს, მთავარია მშიერი არ მოკვდეს.

"სამსჯავრო"


არანაირი ანალიტიკური ან სააზროვნო დავალებები. ყველაზე რთულ გონებრივ დავალებად შეიძლება ჩაითვალოს აზომვითი და გამოთვლითი სამუშაოები, რასაც ფიზიკური მუშაობის დაწყებიდან 30 წუთით ადრე აგვარებენ (ალბათ).

დავუბრუნდეთ პროექტის პროფილს - ბიზნეს რეალითი შოუ. ყველაზე წარმატებული და მსოფლიოში აღიარებული ბიზნესმენები თავიანთ დღევანდელ მდგომარეობამდე მხოლოდ გონებრივი მუშაობითა და რისკიანობით მივიდნენ. ამ გადაცემაში კი ნაგვის გატანისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების ჭედების მეტი ჯერ არაფერი გაუკეთებიათ მონაწილეებს.

რა შედეგი გამოიღო ამ გადაცემამ კახა ბენდუქიძის რეიტინგზე?

ბევრისგან მესმის - „რა უშუალო ადამიანი ყოფილა ეს კახა?!“ „ეგრე ეკუთვნოდათ იმ გამოშტერებულ ახალგაზრდებს, ვინც 10-ის 10% არ იცოდა!“ „მე რომ ვყოფილიყავი უფრო დავაჩმორებდი მაგათ!“ - და მსგავსი ფრაზები. ჩემში, პირადად, ზიზღის მეტს ვერაფერს იწვევს გადაცემის წამყვანის თითოეული ცინიკური რეპლიკა თუ შეკითხვა. ისიც ვიცი, რომ არიან ადამიანები ვინც ჩემსავით ფიქრობენ. ეს არის ადამიანის დამცირების ველური გზა!

როგორც დიდი ოსტატი, მკაცრი და შეუვალი ხდება მაშინ, როცა შეგირდები დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებენ. მუსიკაც კი მრისხანე და მსოფლიოს მმართველი პიროვნების გამოჩენისათვის შესაფერისია ხოლმე, გადაცემის წამყვანის კადრში მოხვედრისას.  

რაც უნდა თქვან ბატონ კახაზე, რამდენიმეწლიანი მიჩუმებული მოღვაწეობის შემდეგ ყველა მასზე ალაპარაკდა. მისია შესრულებულია - პოპულარობა დაბრუნებულია!

გადაცემის წამყვანი





პ.ს. გარდა თავისუფალი უნივერსიტეტისა კახა ბენდუქიძემ შეისყიდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. გაიზარდა გავლენის არეალიც.




თამარ ბურკაძე 

5 comments:

  1. რა რეკლამა?! რას ამბობ?! კეთილი ადამიანია და უნდა რო საქართველოში დასაქმება გაზარდოს (ერთი მენეჯერით) და ხალხს სრულიად უფასოდ მენეჯმენტი ასწავლოს ტელევიზიით. ჯერ ეკონომიკა ააღორძინა და ახლა ხალხიც უნდა რო გაზარდოს (ჟურნალი "ტაბულა", თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, ბიზნეს რეალითი შოუ - შეგირდი).ფილანტროპიითაა ეს კაცი შეპყრობილი! მარტო ჩემი რო იყოს საქართველოს ბატონ კახას გადავცემდი (ოფიციალურადაც) საჩუქრად! ყველაზე ჭკვიანი (ბიზნესში, ეკონომიკაში, ისტორიაში, ბიოლოგიაში, განათლების სფეროში...) და კეთილია და ეკუთვნის!

    ReplyDelete
  2. ფილანტრიოპია შორს არის ამ ადამიანისგან (მგონი ამაზე აშკარა არაფერია).
    ალბათ თქვენი კომენტარი ცინიკურად უნდა ჩითვალოს, არა?

    ReplyDelete
  3. ჩემი კომენტარი კი უნდა ჩაითვალოს ცინიკურად მაგრამ ვინც მართლა ამ აზრზეა (და ასეთებიც არიან და თან ზრდადი ტენდეციით ხასიათდებიან) ისინი როგორებად უნდა ჩაითვალნონ შენგნებულად არ ვიტყვი :ცენზურა:

    ReplyDelete
  4. ცენზურა არ არის საჭირო ასეთ საკითხებში ჩემს ბლოგზე!
    რაც შეეხება იმ ხალხს ვინც მსგავს "აზრზე" არის, მე ვთვლი რომ მათ საერთოდ არ იციან რას ნიშნავს საკუთარი აზრის ქონა. ზრდადი ტენდენცია იმით არის გამოწვეუი რაც პოსტის ბოლოს("პ.ს."-ში) მიწერია და მეტი არაფრით. ვერ დავიჯერებ, რომ იმდენი ადამიანი რამდენიც თავს მის თანამოაზრედ თვლის მართლა გააზრებულად მიყვებოდეს მის გზას. უბრალოდ ძალაუფლებითა და წარმატებით არიან მოხიბლულები.

    ReplyDelete
  5. გეთანხმები... მაგრამ მარტო ეგეც არ არის მიზეზი. ისიც არის, რომ დილეტანტებისთვის ადვილად გასაგებ და მოსაწონ რაღაცეებს ამბობს (და ალაპარაკებს სხვებსაც) და ხალხიც გადარეულია რა ჭკვიანები ვართ ეს რო გვესმისო... მერე მოდის და მოდის ამბიციები :D

    P.S. დროზე თუ არ იზრუნა ვინმემ იმაზე, რომ ამ ხალხს აუხსნას რომ (რბილად რომ ვთქვათ) ცდებიან ის "ზრდადი ტენდენცია" რაღაც ნუშნულს რო მიაღწევს მაგრა დაგვერხევა :P

    ReplyDelete