ადამიანი, როგორც საზოგადოებრივი სუბიექტი, განვითარების მრავალ ეტაპს გაივლის თავისი არსებობის მანძილზე. ეს ცვლილებები არ არის დამოკიდებული მის ასაკთან იმდენად, რამდენადაც გარდაქმნები ხდება ურთიერთობების საფუძველზე. ადამიანის პიროვნული მახასიათებლები განიცდის დეფორმაციას მაშინ, როცა იცვლება სოციალური სტატუსი ან გარემო სადაც კონკრეტული პიროვნება ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. რა თქმა უნდა, არ უნდა უგულებელვყოთ ასაკი, რომელიც წარმოქმნის პიროვნულ მისწრაფებებს, მომავალში კი ამაზეა დამყარებული ერთი გარემოდან მეორეში გადანაცვლება. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ეს პირიქითაც მოხდება, თანაც ძალიან ხშირად. ანუ გარემო პირობებმა შექმნან მისწრაფებები, რასაც ისევ შეიძლება მოჰყვეს ერთი საზოგადოებრივი წრიდან მეორეში გადანაცვლება. ეს დამოკიდებულება ჯაჭვს ჰგავს და რთული გასაგებია რომელი ერთი არის გამომწვევი და რომელი - შედეგი. ამის დადგენა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება. (მაგრამ ამის გაკვევარ არის ჩემი მიზანი)
"თავის-უფლება" |
ჩემ მიერ ზემოაღნიშნული სუბიექტური დამოკიდებულება თითქოსდა საკმაოდ გასაგებია და ყველასთვის ცნობილი. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო თავისუფალი ადამიანის ჩამოყალიბების გზებზე.
თავისუფლება - საკმაოდ სასიამოვნოდ ჟღერს უამრავი ადამიანისთვის, ამათზე მეტი თავისუფლად თვლის საკუთარ თავს, დანარჩენებს თავისუფლების მოპოვება სურთ.
რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის პირადი სურვილებისა და მისწრაფებების განხორციელების საშუალება, სხვა პირთათვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა.
განვმარტავ რას ვგულისხმობ როცა ვამბობ „პირადი სურვილებისა და მისწრაფებების განხორციელების საშუალება“ - ეს არის ადამიანის ცხოვრების ცარიელი სივრცე, რომელიც უფლებას აძლევს კონკრეტულ პიროვნებას თავისი სურვილისამებრ(ზეგავლენის გარეშე) გააფერადოს, მოაწყოს იგი. ახლა მეორე ნაწილს განგიმარტავთ „სხვა პირთათვის ზიანის მიყენების გარეშე“ - აქ უკვე შემოდის კონსტიტუციურ და ეთიკურ ნორმებზე აგებული კანონები, დაწერილი და დაუწერელი ჩარჩო პირობები. თავისუფლება მოდის სხვისი უფლებების დაცვიდან და არა - შელახვიდან. დაუშვებელია სხვის ცარიელ სივრცეზე გადახვიდეთ და იქ ხატოთ თქვენი სურვილები.
მაგრამ კიდევ განსხვავებულია თავისუფალი ნება, ის რაც ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე მიგვითითებს. თავისუფალი ნება თავისუფალი ქმედებებით ვლინდება.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი სუბიექტური აზრი, უამრავი ადამიანი თამაშობს თავისუფლებას, გვაჩვენებენ თავს დამოუკიდებელ პიროვნებებად. ვთვლი, რომ ბევრად ადვილია ითამაშო თავისუფლება ქმედებებით, ვიდრე დაფარო შენი თავისუფალი ნების არ არსებობა.
თავისუფალი ნება თავისუფალი აზროვნებაა, შენი პიროვნების მახასიათებელი თვისებები, პირადი ინტერესები, სურვილები, მისწრაფებები. მსგავს საკითხებში სხვათა ბაძვა მარტივი გამოსაცნობი და დასანახია. შესაბამისად, მარტივია ამოიცნო ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებას და რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი დამოკიდებულება კონკრეტული გარემომებების მიმართ.
რატომ არის რთული ჩამოგვიყალიბდეს თავისუფალი აზროვნების უნარი? იმიტომ რომ საზოგადოება, ოჯახი, სკოლა, მეგობრების წრე, სხვადასხვა ინსტიტუტები ახდენენ პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ჩვენს ცნობიერებაზე. ხშირად ეს ზეწოლა იმდენად შეუმჩნეველია, ვთვლით რომ საერთოდაც არ აქვთ მათ ჩვენზე რაიმენაირად ქმედების უნარი და ეს ყველაფერი ჩვენი არჩევანია.
წარმოიდგინეთ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც დაბადებიდან ოთხ კედელში იქნება ჩაკეტილი, ვერ ხედავს გარემოს, არ აქვს წვდომა და არანაირი კავშირი სამყაროსთან, იღებს მხოლოდ საკვებს და სუნთქავს. რა თქმა უნდა, იგი არ განვითარდება, ვერ ილაპარაკებს, ვერ იაზროვნებს (გამახსენდა ანიმაციური ფილმი „ტარზანი“). ჯუნგლებში გაზრდილი ადამიანი ცხოვრობს ტყის კანონებით და მოქმედებს როგორც ტყის ბინადარი. ადამიანი, რომელიც იზრდება ცივილიზებულ საზოგადოებაში ყალიბდება პიროვნებად, ცხოვრობს ეთიკის კანონებით და მოქმედებს როგორც მოქალაქე.
ჩვენ, თითოეული ადამიანის, ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვს მთელ სამყაროს. მე ვიცი, რომ ჩემს აზროვნებაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩემს ოჯახს, სამეგობრო წრეს, უნივერსიტეტს, სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით შეხვედრებს სადაც ჩართული ვარ და ვიცი, რომ ქუჩაში დანახული ორი ადამიანის ურთიერთობაც კი შეიძლება ჩემი ცნობიერების ცვლილების მიზეზი გახდეს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აზროვნება სრულად იმართება გარემო პირობების საშუალებით. დროთა განმავლობაში ადამიანს უყალიბდება პრინციპები, მორალი, რომელსაც იგი არავითარ შემთხვევაში არ გადააბიჯებს. ადამიანისთვის მორალი ფარის მსგავსია, თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებით მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების სისტემაა. მორალი ამარტივებს პიროვნების ქმედებების არგუმენტირებას. ეს „ფარი“ ხსნის რატომ იქცევი ისე როგორც შენ თვლი სწორად და არა ისე როგორც სხვები მიგითითებენ. ამ პრინციპების ჩამოყალიბებაშიც ურთიერთობები გვეხმარება. ამიტომაც, განვითარების საუკეთესო გზად საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას ვთვლი. მივიღოთ ბევრი ინფორმაცია, გავაანალიზოთ, გადავარჩიოთ, მივუსადაგოთ ჩვენს პრინციპებს და საბოლოოდ ავითვისოთ.
ჩემი სუბიექტური აზრით დიდი განსხვავებაა პირსა და პიროვნებას შორის. პირი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო პიროვნება ის, ვისაც პირადობის მოწმობის გარდა აქვს პრინციპები ღირებულებები და რაც მთავარია მიზანი. ცხოვრების მიზანი და ანალიზის უნარი აი პირისა და პიროვნების განმასხვავებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმასხვებელი ფაქტორები.
ReplyDeleteპირი ჩემი აზრით შეიძლება ვერც იყოს თავისუფალი. ხოლო პიროვნება ყოველთვის თავისუფალია,როგორც მინიმუმ გონებრივად მაინც რამდენად დიდ დიქტატსა და გალიაშიც არ უნდა ჩასვა ის.
კარგია თამრი კარიგი....